საკონსულტაციო კომპანია „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორის რუსლან ხოროშვილის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის საბჭოთა მენტალობაზე უარის თქმა სჭირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. "საბჭოთა მენტალობას უნდა დაესვას წერტილი“, - თქვა რუსლან ხოროშვილმა.
ამასთან, „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ასევე საჭიროა „დიდ ბაზრებთან ინტეგრაცია“, რადგან საქართველოს ეკონომიკა მცირე ზომისაა.
„ყველაზე დიდ ამოცანად ჩავთვლიდი საბჭოურ მენტალიტეტზე უარის ტქმა; იმ მენტალიტეტზე უარის თქმას, როცა მოქალაქეები ელოდებიან ყველა პრობლემის სახელმწიფოს მიერ გადაჭრას და სახელმწიფომაც როგორმე უნდა გაინთავისუფლოს თავი ამისგან. მაგალითად: დაზღვევის სერვისი როცა არსებობს და ბუნებრივი კატალკიზმების დროს, მაინც უნაზღაურდებათ დაზარალებულებს ზარალი სახელმწიფოსგან, არ არის კარგი; ასევე, სოციალური დახმარებები ხელს უშლის იმას, რომ ადამიანებმა სამსახური ეძებონ.
ამდენად, ვფიქრობ, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტად კაპიტალისტური აზროვნების რელსებზე გადაწყობა და უფრო დიდ ბაზრებთან ინტეგრაცია“, - განაცხადა რუსლან ხოოროშვილმა.