კერძოდ, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტით უცხოეთის ძალად მიიჩნევა:
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტი შემდეგი სახის ჯარიმებს ითვალისწინებს: უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არ შევსება იწვევს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით. თუ ორგანიზაცია (იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში) არ შეავსებს განაცხადის ფორმას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენისთვს ორგანიზაცია დაჯარიმდება 20 ათასი ლარით.
ამას გარდა, რეგისტრირებული ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.
კანონპროექტის ავტორები არიან: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ზაალ მიქელაძე. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამ ცვლილებების მიზანია მხოლოდ ინფორმაციის მიღება და უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს საქმიანობა არ აეკრძალებათ. როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე კრიტიკის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ღიად განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.