მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისგან შედგება 3.4 მლრდ ლარიანი ანტიკრიზისული ბიუჯეტი - დეტალები

5edf2c0215372
დავით ჯალაღონია
09.06.20 10:27
1471
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის დეტალებზე ისაუბრა. მან მთავრობის სხდომაზე განმარტა, რისგან შედგება 3.4 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებების პაკეტი, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის განახლებულ ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

"რისგან შედგება 3.4 მილიარდი ლარი:

450 მლნ ლარი არის უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების 200-ლარიანი კომპენსაციებისთვის, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაიცემა;

250 მილიონი ლარი არის საშემოსავლო გადასახადის შეღავათი;

თვითდასაქმებულთათვის 300 ლარიანი დახმარებისთვის გათვალისწინებულია 75 მილიონი ლარი;

კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის - 170 მილიონი ლარი;

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება 48 მილიონი ლარი;

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 13 მილიონი; 

შშმ პირებისთვის - 24 მილიონი ლარი;

ის თანხა, რომელიც შემოწირულობებით მოგროვდა ფონდში 133.5 მლნ ლარი; ეს როგორც დამატებითი თანხა, ბიუჯეტში გაწრილია და ის თანხა კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დაიხარჯება;

საკარანტინე ზონებისა და ფრენების სუბსიდირება - 45 მილიონი ლარი;

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის 345 მლნ ლარი;

საკრედიტტო-საგარანტიო სქემისთვის - 330 მლნ ლარი;

სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება - 70 მილიონი ლარი;

ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება - 45 მლნ ლარი;

მცირე გრანტები - 20 მლნ ლარი;

სამშენებლო სექტორის დახმარება - აქ ორი კომპონენტია, როგორც დევნილებისთვის სახლების შესყიდვა, ისე სუბსიდირების ნაწილი და ჯამში 40 მლნ ლარია;

სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობისთვის - 139 მლნ ლარი;

დღგ-ის დაბრუნება, რაც ხარჯვით ნაწილში არ აისახება, არის 600 მლნ ლარი;

კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა - 600 მლნ ლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები