საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სერგო ტეფნაძის თქმით სტუდენტები, პრაქტიკულ საავიაციო განათლებას ე.წ საწაფებზე იღებენ. ეს არის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობა, რაზეც პილოტების მომზადება ხდება.
მან BMG-ის ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტებს პროფესიული მომზადების მიმართულებით კარგ შედეგს აძლევს.
„ყველა ახალგაზრდა, რომელიც საფრენოსნოს ამთავრებს პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ფრენას თელავის აეროპორტში იწყებს. პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით, ავიაციაში განსაკუთრებით, აუცილებელია თეორიული და პრაქტიკული მომზადება, შესაბამისად მფრინავთა მოსამზადებლად გვაქვს სიმულატორები, როგორც თვითმფრინავზე, ასევე შვეულმფრენზე და მათ გარკვეული საათები აუცილებლად უნდა იფრინონ სერტიფიცირებულ საწაფებზე, რაც მათ კარგ შედეგს აძლევს პროფესიული მომზადების კუთხით. დღესდღეობით ვინც ავიაციის სფეროშია დასაქმებული ყველა ჩვენი კურსდამთავრებულებია.
დღეისათვის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სრულიად განახლებულია. ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია საავიაციო ტექნიკის მომსახურებისათვის და ასევე მფრინავთა და იმ საინჟინრო ტექნიკური პერსონალის საცხოვრებლად სასტუმროს ტიპის საცხოვრებლები ავაშენეთ. ამასთან, როდესაც მეორე კურსის შემდეგ სტუდენტები იქ პრაქტიკებზე მიდიან მათ არ უწევთ ქალაქში ბინის მოძებნა, აქვთ საშუალება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ“,- განაცხადა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ.
"საავიაციო უნივერსიტეტში 25 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს" - რამდენი სტუდენტი ჰყავს სასწავლებელს?