მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია სურსათის უვნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობადობა? - ACT-ის კვლევა

649bd73399634
BM.GE
02.07.23 20:33
501
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ ეისითის კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული რესპოდენტები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ძირითადად ორი წყაროდან იღებენ - ინტერნეტი/სოციალური ქსელები - 47% და ტელევიზია - 44%.

აღსანიშნია, რომ რესპონდენტების მიერ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი ცოდნის შეფასებამ საშუალოდ 3.2 ქულა შეადგინა (5-დან). ამასთან რესპონდენტების ნახევარზე მეტი - 61% გამოთქვამს სურვილს, რომ სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ რესპონდენტებს შორის განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება შემდეგი საკითხით: უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები - 42%.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტები დასახელებულ ყველა შესაძლო სარეალიზაციო ობიექტს შორის, სადაც სასურსათო პროდუქციას ძირითადად ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი - 86% , აგრარული ბაზარში - 51%, უბნის მაღაზიაში - 37% ყიდულობენ.

ამასთან, სასურსათო ობიექტის შერჩევის დროს პირველ კრიტერიუმად ყველაზე ხშირად სასურსათო ობიექტის სიახლოვე - 34%, სასურსათო პროდუქციის უვნებლობა (ჰიგიენა და პროდუქციის ვადების დაცვა) - 23% დასახელდა. პროდუქციის ფასი (პირველ კრიტერიუმად დასახელებული) მხოლოდ მოსახლეობის 14%-თვის გადამწყვეტი, მეორე კრიტერიუმად მას ასახელებს რესპონდენტების თითქმის ორჯერ მეტი ოდენობა - 26%.

ამავე დროს, სურსათის ობიექტის შერჩევის დროს თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 72%-თვის ადგილმდებარეობა გადამწყვეტი კრიტერიუმია. ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იკლებს სხვა ქალაქებში (თბილისის გარდა) - 62%, სოფლად კი ეს კრიტერიუმი მოსახლეობის მხოლოდ - 43%-თვის არის გადამწყვეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები