მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების ვიზიტორებმა დახარჯეს საქართველოში ყველაზე დიდი თანხა - სტატისტიკა

644ba90728b6c
BM.GE
29.04.23 00:00
4515
სტატიაში საუბარია:
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა. ამასთან, სებ-ი განმარტავს, რომ მათ ტურიზმის დანახარჯების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეთა ხარჯები, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით გეგმავენ დარჩენას (ასეთია რუსეთის მოქალაქეთა 35%).

ტურიზმის დანახარჯებში მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 96 მილიონი ლარი შეადგინა. მესამე პოზიციას კი 56 მილიონით უკრაინა იკავებს.

ეროვნული ბანკი მის სტატისტიკაში ევროკავშირის მოქალაქეთა ტურისტულ ხარჯებს ქვეყნების მიხედვით არ აღრიცხავს და მას მთლიანად EU-ს ხარჯად წარმოადგენს. უწყების ანგარიშის თანახმად, EU-ს მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 73 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ქვეყნების მიხედვით სრული სტატისტიკა ასე ნაწილდება:

• რუსეთი - 266.4 მილიონი დოლარი;
• თურქეთი - 96.3 მილიონი დოლარი;
• ევროკავშირი - 73.2 მილიონი დოლარი;
• ისრაელი - 60.8 მილიონი დოლარი;
• უკრაინა - 56.2 მილიონი დოლარი;
• სომხეთი - 29.7 მილიონი დოლარი;
• აზერბაიჯანი - 28.2 მილიონი დოლარი;
• ბელარუსი - 24.1 მილიონი დოლარი;
• ირანი - 19.7 მილიონი დოლარი;
• საუდის არაბეთი - 5.6 მილიონი დოლარი;
• დანარჩენი ქვეყნები - 135.2 მილიონი დოლარი.

რამდენი ვიიზტორი სტუმრობდა პირველ კვარტალში საქართველოს:

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 84%-ით მეტია.

ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 256 787;
2. თურქეთი - 216 391;
3. სომხეთი - 182 543;
4. ისრაელი - 44 788;
5. აზერბაიჯანი - 40 353;
6. უკრაინა - 31 689;
7. ირანი - 21 318;
8. ყაზახეთი - 19 918;
9. ბელარუსი - 18 400;
10. ინდოეთი - 14 365;

სებ-ის განმარტება რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების ტურისტული დანახარჯების შესახებ:

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35,5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 23,7% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები