იელის უნივერსიტეტის მკვლევრების დათვლებით, იმ კომპანიების რიცხვი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივად დატოვეს, 1000-სს გადასცდა.
საინტერესოა, რომ თებერვლის ბოლოს, აღნიშნული სიის პირველად გამოქვეყნებისას, რუსეთის ბაზრის სრულად ან ნაწილობრივად დატოვება მხოლოდ რამდენიმე ათეულ ბიზნესს ჰქონდა გადაწყვეტილი.
რუსეთში დარჩენილ ბიზნესებს შორის უმეტესწილად ჩინური კომპანიები არიან, მაგრამ მათ არც ცნობილი დასავლური და აზიური კომპანიები, მათ შორის იტალიური Giorgio Armani, იაპონური Fujifilm-ი, ამერიკული Riot Games-ი და იტალიური UniCredit-ი ჩამორჩნენ.
იელის უნივერსიტეტის მკვლევრების ინფორმაციით, იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას ჩვეულებრივ აგრძელებენ, 246-ს შეადგენს.