მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა, შესაძლოა, წითელი ხიზილალის ექსპორტი შეზღუდოს

628e2d2820659
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 20:00
1374
რუსეთის თევზჭერის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთში ორაგულის წარმოების პროგნოზები, ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ილია შესტიაკოვის თქმითვე, თუ ეს მოცულობები წითელი ხიზილალის მოცულობითი ექსპორტისთვის საკმარისი არ იქნება, მაშინ ხიზილალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხიზილალის დეფიციტს ჩვენ არ ველით, რადგან აქამდეც გარკვეული, არც თუ მაღალი თევზჭერის პირობებში, ხიზილალის მაინც დიდი ექსპორტი განვახორციელეთ. თუ მიმდინარე წელს ორაგულის წარმოება ადრე არსებული ხიზილალის ექსპორტის მოცულობისთვის საკმარისი არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ხილალის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამისთვის ყველა შესაძლებლობა და მექანიზმი გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში კი ფასსაც დავაკორექტირებთ“, - განაცხადა თევზჭერის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, მიმდინარე წელს ორაგულის ჭერის მაჩვენებელი 322 ათასი ტონა იქნება. შარშან ეს მაჩვენებელი 539 ათასი ტონა იყო.

ცნობისთვის, საქართველომ გასულ წელს 1 მლნ დოლარის ღირებულების 54 ტონა ორაგულის ხიზილალა და მისი სხვა შემცვლელები შეიძინა. წითელი ხიზილალის მთავარი საიმპორტო ბაზარი კი რუსეთი (753 ათასი დოლარი, 28 ტონა) იყო. გარდა ამისა საქონლის იმპორტი ბელარუსიდან (140 ათასი დოლარი, 18 ტონა), ჩინეთიდან (35 ათასი დოლარი, 1 ტონა), უკრაინიდან (33 ათასი დოლარი, 5 ტონა), აშშ-დან (20 ათასი დოლარი, 0.2 ტონა) და მცირე მოცულობებით ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან შემოვიდა.