მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

632b037f06b56
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.22 22:00
1639
მიმდინარე წლის 8 თვეში, ქართული ღვინის ექსპორტით ქვეყანამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. ჯამში ქვეყნიდან სულ 146.4 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. შესაბამისად ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა უმსხვილეს საექსპორტო საქონლის ათეულში 4.1%-იანი წილით, მეხუთე ადგილი დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-აგვისტოში ღვინო საექსპორტო საქონლის ტოპ-ათეულში 5.5%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებდა და 8 თვეში ექსპორტის ღირებულება 144.7 მლნ დოლარს შეადგენდა. თავის მხრივ 2020 წელთან შედარებით ზრდა 18.6% იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. მიმდინარე წელსაც საექსპორტო ქვეყნების ათეულის სათავეში ჩრდილოელი მეზობელია, სადაც რუსეთ-უკრაინის ომმა საქონლის რეალიზების მაჩვენებელი არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა კიდეც. უკრაინის შემთხვევაში კი ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად გასულ წელს თუ უკრაინა ღვინის უმსხვილესი ქვეყნების ათეულში მეორე ადგილს იკავებდა, წელს ის პოლონეთმა ჩაანაცვლა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

1. რუსეთი - 90.3 მლნ დოლარი, 33 693 ტონა, ზრდა - 8.8%;
2. პოლონეთი - 9.8 მლნ დოლარი, 4 036 ტონა, ზრდა - 25.6%;
3. ჩინეთი - 8.8 მლნ დოლარი, 2 502 ტონა, კლება - 4.3%;
4. უკრაინა - 6 მლნ დოლარი, 2 328 ტონა, კლება - 58.6%;
5. ყაზახეთი - 5.9 მლნ დოლარი, 1 870 ტონა; ზრდა - 1.7%;
6. აშშ - 3.5 მლნ დოლარი, 569 ტონა, ზრდა - 20.6%;
7. ბელარუსი - 3.3 მლნ დოლარი, 1 095 ტონა, კლება - 23.2%;
8. ლატვია - 3.1 მლნ დოლარი, 1 027 ტონა, ზრდა - 10.7%;
9. გერმანია - 2.4 მლნ დოლარი, 563 ტონა, ზრდა - 14.2%;
10. ლიეტუვა - 1.5 მლნ დოლარი, 423 ტონა. ექსპორტის ანალოგიური მაჩვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები