მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ აღდგენას პროგნოზირებს

612f786e46929
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.21 20:00
803
ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ოლირის განცხადებით, Ryanair-ი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ აღდგენას პროგნოზირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის ვარაუდით, მათი ფრენების რაოდენობა პანდემიამადელ მდგომარეობას მალე დაუბრუნდება. ამასთან, Ryanair-მა ლონდონის აეროპორტებიდან 14-მდე ახალი რეისის შესრულება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Gatwick-იდან ფრენები ესპანეთის მიმართულებით, ხოლო Luton-იდან ფრენები კანარის კუნძულების, ნეაპოლის და გრენობლის მიმართულებით შესრულდება. სავარაუდოდ, ფრენები უახლოეს მომავალში ჰელსინკის და სტოკჰოლმის მიმართულებითაც დაემატება.

Ryanair-ის ვარაუდით, ავიაკომპანია მომდევნო სამი თვის განმავლობაში 10.5 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ოლირის განცხადებით, ავიაბილეთებზე შედარებით მაღალი ფასები ისევ შენარჩუნდება, თუმცა მისი პროგნოზით, 2022 წლის ზაფხულიდან ბილეთებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით 55-მდე ახალი თვითმფირნავის შეძენას განიხილავს.