თბილისის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 1,996,000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას.
კახა კალაძის მიერ 2019 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებით გაწერილია ის ხარჯთაღრიცხვა, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა დაიხარჯოს. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე 209,000 ლარი დაიხარჯება.
ღონისძიებათა სრული ხარჯთაღრიცხვა ასეთია:
თბილისის მერიამ ცენტრალური ნაძვის ხე და განათებების სისტემა 2.8 მილიონ ლარად იტალიური კომპანია IDO SRL-ისგან შეიძინა, საიდანაც ნაძვის ხის ღირებულება 1 მილიონი ლარი იყო.
ჯამში, კონცერტები, ნაძვის ხე და განათებები 4.8 მილიონი ლარი ჯდება.