საუბარია შვიდი ბანკის - “თიბისი ბანკის“; “საქართველოს ბანკის“; “ლიბერთი ბანკის“; “ბანკი ქართუს“;“ვითიბი ბანკის“; “ბაზის ბანკის“ და “ტერა ბანკის" სადეპოზიტო სერტიფიკატებში, თუმცა თანხის ზუსტი გადანაწილება საჯაროდ ცნობილი არაა. დანარჩენი 24% ქართული ბანკების სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე ინახება. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 1.3 მილიარდიდან 116 მილიონი ლარი საპენსიო შენატანებზე უკვე დარიცხული საპროცენტო სარეგებლია.
"2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
საპენსიო სააგენტოს თანახმად, მოქალაქეთა დანაზოგებს საშუალოდ 10.9%-იანი სარგებელი ერიცხება.
საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მასში ჯამურად 1.1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული, რომელთა ყოველთვიური ხელფასის 6% (2% საშემოსავლო გადასახადიდან; 2% დასაქმებულისგან; 2% დამსაქმებლისგან) საპენსიო ფონდში ირიცხება.