საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას 300 მლნ ევროთი დაეხმარებიან; ამას გარდა დახმარება იქნება სამხედრო აღჭურვის კუთხითაც.
ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებთან ერთად რუსეთს სანქციებს საფრანგეთიც დაუწესებს.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ეტაპზე კრემლი უკრაინის წანააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.