საფრანგეთში საერთო და დახურულ სამუშაო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. BBC-ის ცნობით, შრომის მინისტრი ელიზაბეთ ბორნი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პროფკავშირებთან დისკუსიების შემდეგ მიიღეს.
რეგულაცია 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და ის შეეხება დახურულ სამუშაო ადგილებს, სადაც ბევრ ადამიანს უწევს ერთად ყოფნა. თუმცა, იქნება გამონაკლისებიც.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ამ დრომდე კორონავირუსის 219,029 დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 30,429 ადამიანი. ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატების გამო რამდენიმე დღის წინ პარიზი ე.წ წითელ ზონად გამოაცხადეს.