საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე პროცესებს X-ის საშუალებით ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ, თავისი მოქალაქეების სურვილისამებრ, ევროკავშირისკენ სვლა უნდა გააგრძელოს.
“საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთების აკვირდება. ვგმობთ ძალადობას “უცხო ძალის გავლენის” კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებზე. საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ძალისხმევის ჩადება ევროკავშირთან დაახლოებისთვის, როგორც ამას ქვეყნის მოსახლეობა ისურვებს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წუხელ ღამით, გმირთა მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეაჩერეს. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული გუშინდელი აქციის დროს.