მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა $1.4 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

6470af0c45642
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 17:25
1348
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 6.5 მილიარდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6% იყო. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით ვაჭრობის მაჩვენებელი 24.8%-ით 1 მილიარდ 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელის.

EU-სთან ვაჭრობაში ექსპორტი მინიმალური იყო. ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში გაყიდული საქონლის ღირებულებამ სულ რაღაც 289 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პირველი ოთხი თვის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5.3%-ით გაიზარდა. საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე რეალიზებული საქონლის რეიტინგს თუ შევხედავთ, მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. ამ საქონლის წილი მთლიან ექსპორტში 45.4% იყო.

TOP-10 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 131 მლნ დოლარი;
2. აზოტოვანი სასუქები მინერალური ან ქიმიური - 20.1 მლნ დოლარი;
3. თხილი და სხვა კაკალი - 19.1 მლნ დოლარი;
4. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 14.7 მლნ დოლარი;
5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 11.4 მლნ დოლარი;
6. მსუბუქი ავტომობილები - 10.1 მლნ დოლარი;
7. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 მლნ დოლარი;
8. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 6 მლნ დოლარი;
9. მინერალური და მტკნარი წყლები - 4 მლნ დოლარი;
10. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 3.6 მლნ დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ევროკავშირში საქონლის შესაძენად 1 მილიარდ 113 მილიონი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 31.1%-ით მეტია. ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო საქონელი კი მსუბუქი ავტომობილები იყო.

TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 129.6 მლნ დოლარი;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 68.4 მლნ დოლარი;
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 67.8 მლნ დოლარი;
4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 32.7 მლნ დოლარი;
5. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 31.8 მლნ დოლარი;
6. სატვირთო ავტომობილები - 25.3 მლნ დოლარი;
7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები- 18.3 მლნ დოლარი;
8. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 17.8 მლნ დოლარი;
9. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 15.9 მლნ დოლარი;
10. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში - 15.9 მლნ დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები