რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის მიუხედავად, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს სავაჭრო კავშირებში უკრაინა მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 463.3 მლნ დოლარი იყო. კლება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ია. ამ მაჩვენებლით 1.8%-იანი წილით უკრაინამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 2.7%-იანი წილით მეცხრე ადგილს იკავებს.
ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში 221.7 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის რიცხვებს 20.3%-ით ჩამორჩება. ამ პერიოდისთვის უკრაინა უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საქონლის რეალიზება შემცირდა. შესაბამისად ომში ჩართული ქვეყანა 4%-იანი წილით საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილზეა.
ამ პერიოდში, უკრაინასთან ექსპორტის მთავარი საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 118.7 მლნ დოლარი;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 21.4 მლნ დოლარი, 7 378 ტონა;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13.2 მლნ დოლარი, 9 996 ტონა;
4. აზოტოვანი ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13 მლნ დოლარი, 18 238 ტონა;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 11.5 მლნ დოლარი, 5 307 ტონა;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 9.4 მლნ დოლარი, 22 635 ტონა;
7. ფეროშენადნობები - 7.8 მლნ დოლარი, 5 009 ტონა;
8. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 3.9 მლნ დოლარი, 2 519 ტონა;
9. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.7 მლნ დოლარი, 0.91 ტონა;
10. პირადი ნივთები - 1.9 მლნ დოლარი, 955 ტონა.
გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინაში ელექტრული წყალგამახურებლები, სპეცდანიშნულები მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, სპილენძის ჯართი, დაგაზიანებული და შაქრის დანამატიანი წყლები, სატვირთო ავტომობილები, თხილი და სხვა პროდუქტი გაიყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, უკრაინიდან შეძენილი საქონლის ღირებულება თითქმის განახევრებულია, უფრო ზუსტად კი იანვარ-ნოემბრის პერიოდში იმპორტი 40%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შესაძენად 241.6 მლნ დოლარი გავიდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად - 80%-ით შემცირდა თამბაქოს შემცველი პროდუქტის იმპორტი.
TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 14.7 მლნ დოლარი;
2. მსუბუქი ავტომობილები - 13 მლნ დოლარი;
3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11.4 მლნ დოლარი;
4. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები - 8.7 მლნ დოლარი;
5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 8.4 მლნ დოლარი;
6. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი - 6.7 მლნ დოლარი;
7. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 6.3 მლნ დოლარი;
8. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 5.6 მლნ დოლარი;
9. ფეროშენადნობები - 5.1 მლნ დოლარი;
10. საცობები, ხუფები და სახურავები - 5 მლნ დოლარი;