საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.
"რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.