სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
მიწისქვეშა ბიძგები 19:36 საათზე მოხდა. ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, მიწისძვრა თბილისშიც იგრძნობოდა.