დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური კომპანია Ryanair Airlines-ი საქართველოს შემდეგ სომხეთის ავიაბაზარზეც შედის.
როგორც ერევნის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair–ის პრეზენტაციაზე ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაიენმა განაცხადა, ავიაკომპანია პირველ რეისს მომავალი წლის 14 იანვარს შეასრულებს.
"საშუალოდ, ბილეთის ღირებულება 35 ევრომდე მიაღწევს", - დასძინა ო’ბრაიენმა.
ამასთან, მისივე თქმით, ავიაკომპანია სომხეთი-რუსეთის მიმართულებით ფრენების შესრულებას არ აპირებს.