„საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას.
არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.