საქართველოში კორონავირუსისგან ოფიციალურად 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ StopCov.ge-ზეა განთავსებული.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 3 320 ადამიანი იმყოფება. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი, 235 ადამიანია.