მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია – მინისტრის მოადგილე

5f4fddc3d7596
BM.GE
02.09.20 22:44
985
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა გათვალისწინებულია ყველა, მათ შორის, მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა სიმინდის წარმოების თვალსაზრისით.

„მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია. ამასთანავე, შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ზოგადად მარცვლეული კულტურის განვითარებას ემსახურება. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ეხება სათესლე და სარგავი მასალების გაუმჯობესებას, კატალოგის შემოღებას, ჯიშებზე მეცნიერულ დაკვირვებას და ა.შ. უკვე არსებობს კატალოგი, რომელშიც შეყვანილია ის მაღალპროდუქტიული ჯიშები, რომელიც ქართულ რეალობაში იძლევა უკეთეს შედეგებს. დღეს ბევრი სახელმწიფო პროექტი მუშაობს, რომელიც მარცვლეული კულტურის მწარმოებლებს ეხმარება. გვინდა, ეს პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი წლის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალია: „თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგულ, ავსტრიულ კომპანიებთან და ვფიქრობ რომ დიდი წარმატებები გვექნება. ასევე ვმუშაობთ ქერის და სიმინდის მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.