ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.
მინისტრის თქმით, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მოაწყო საველე ჰოსპიტლები, თუმა კორონავირუსის მეორე ტალღა ისე გაიარეს, რომ აღნიშნული კარვები არ დასჭირდათ.
„ჩვენ გვაქვს არაერთი სივრცე გამოყოფილი, რომელიც მზადდება, მაგრამ ეს არის ძირითადად საავადმყოფოების ბაზაზე და სასტუმროებში, სადაც გვაქვს სრული სამედიცინო მეთვალყურეობა.
ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ თუკი სწორად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, მათ მეტად კომფორტულ გარემოში გაიარონ ინფიცირების პერიოდი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.