მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

6474596183518
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.23 11:49
667
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 23 მაისს 5-წლიანი 90 მლნ ლარის (35.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.091პპ-ით შემცირდა და 8.635% შეადგინა.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 6 ივნისს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები