მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია გამოცხადდა, ხელფასი - ₾10,680

6447ac6bb72ab
BM.GE
25.04.23 14:32
3242
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მის სტრუქტურაში შემავალი უწყებისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დირექტორს ეძებს. თამარ იოსელიანმა აღნიშნული პოსტი დატოვა. მიზეზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლაა.

სააგენტოს დირექტორის პოსტზე კი ვაკანსია HR.gov.ge-ზე უკვე გამოცხადდა. გამოქვეყნებული პირობების თანახმად, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,680 ლარით განისაზღვრება. ვაკანსიაში წინადადებების წარდგენა 9 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2018 წლიდან თამარ იოსელიანი მართავდა. 

ვაკანსიის აღწერა ასე გამოიყურება:

“საჯარო სამართლის იურიდიული პირი –საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ - სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:

- დროშის სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის საქართველოს დროშით მცურავი გემის ინსპექტირება;
- საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
- გემის რეგისტრაციის პირობების, აგრეთვე გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დადგენა;
- გემის რეგისტრაციის მოწმობის, ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების და რადიოსადგურის მოწმობების გაცემა;
- საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის მინიჭებული სახმობი და ამოსაცნობი ნიშნის მონიტორინგი;
- ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრა;
- საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფა;
- საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გემის სამეთაურო და რიგითი შემადგენლობის პირის წოდების მინიჭება;
- საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით.
- ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
- გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის სერტიფიკატების გაცემა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;
- საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა.
- სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის ცნობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- სერტიფიკატის მქონე მეზღვაურთა რეგისტრაცია;
- სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა, ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის, მზადყოფნის და თანამშრომლობის და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობა;
- საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ღონისძიებების გეგმის დამტკიცება;
- საზღვაო ნავსადგურებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტანდარტებით დადგენილი უშიშროების ზომების შემოწმება და სათანადო სერტიფიკატის გაცემა;
- სალოცმანო სამსახურების და ლოცმანის სერტიფიცირება, მათი საქმიანობის ზედამხედველობა;
- ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, შემოწმება და აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მოძრაობის დაყოფის სისტემების, საზღვაო დერეფნების, ფარვატერებისა და რეკომენდებული გზების, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების შემუშავება, კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, უფლებამოსილების ფარგლებში;
- ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში.
- საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი ღონისძიებების გატარება;
- საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, უშიშროებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;
- კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება ;
- მეზღვაურთა წიგნაკების გაცემის უზრუნველყოფა;
- მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
- საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიისა და ნებართვის გაცემა;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი;
- საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.
- საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკური პლატფორმის შექმნა და მართვა,”- ნათქვამია ვაკანსიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები