მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აიკრძალა, თბილისში კი ტაქსი გაძვირდა

611794a1d6727
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 14:10
4569
დღეიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობა შეზღუდულია. აღნიშნული აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების პრევეენციის გამო ამოქმედდა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების ამოქმედების პარალელურად თბილისში ტაქსის მომსახურება გაძვირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს. სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პირობებში, ტაქსით გადაადგილების მკვეთრად გაზრდილ ტარიფზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მომსახურების გაძვირება, სავარაუდოდ, მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.



საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში აიკრძალა. შესაბამისად, მოსახლეობას გადაადგილება პირადი ავტომობილებით, ტაქსით მოუწევთ.


მიზეზებისა და არგუმენტების მოსასმენეად, თუ რატომ გაიზარდა ტაქსის ტარიფები, BM.GE ტაქსის კომპანიებთან დაკავშირებას ცდილობს.