მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"SeaBubbles" პარიზში - წყლის ტაქსებით საცობების განტვირთვა სურთ

5d84996d3f5cd
მიხეილ ხაჩიძე
22.09.19 13:40
1273

პარიზის პრეფექტურამ შვედურ ფირმა Seabubbles-ს ინოვაციური წყლის ელექტროტაქსების ტესტირების დაწყების ნებართვა მისცა. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში ახალი ნოუ-ჰაუ Issy-les-Moulineaux-ისა და Bercy-ის ტერიტორიაზე იმოძრავებენ.


SeaBubbles „მფრინავი ტაქსის“ ახალი ნაირსახეობაა, რომელსაც სპეციალისტები ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ტრანსპორტს უწოდებენ. მოწყობილობა აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით და ოთხი დახრილი საყრდენით - ერთგვარი ფრთებით, რომლიც სიჩქარის გავითარებისას იხურება.


დეველოპერის განცხადებით, გემს ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ის წყალში 50 კმ / სთ-ს ავითარებს. ტაქსის მართვა პლანშეტიდან არის შესაძლებელი.


ტაქსის ერთჯერადი სატესტო ჩვენება პარიზში ჯერ კიდევ 2017 წელს ქალაქის მერ ანე ჰიდალგოს მონაწილეობით გაიმართა. ქალაქის პირველი პირი პროექტის აქტიური მხარდამჭერია.


 



ინოვაციის შემქმნელებს სურთ, რომ 2020 წლიდან ობიექტის კომერციული მასობრივი გაყიდვა დაიწყონ საფრანგეთის დედაქალაქსა და წყლის პირას განლაგებულ სხვა ქალაქებში. მათი ცნობით, ინტერესი უკვე გამოთქვეს ჟენევაში, ციურიხში, როტერდამსა და ამსტერდამშიც.


წყლის ტაქსის საფასური 200 000 ევროა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები