21 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.
20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.