საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა.
მთავრობის მეთაურმა FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტორების დაინტერესებას და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას.
ღარიბაშვილი კომპანია „FTX Crypto Derivatives Exchange “-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან. საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.