მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Airports-ს ახალი CEO ჰყავს

6246b4838215f
BM.GE
01.04.22 12:10
814
1 მაისიდან, საავიაციო სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიიის TAV Airports-ის გენერალური დირექტორი სერქან კაპტანი იქნება. კაპტანი კომპანიის დამფუძნებელს სანი შენერს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამებობას 1997 წლიდან იკავებდა.

სერქან კაპტანი 30 წელია საავიაციო სფეროში მოღვაწეობს. კარიერის დასაწყისში ის წამყვან პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო კომპანიებში Birgenair Charter Group და Airport Consulting Vienna. 1998 წელს სერქან კაპტანი TAV Airports-ის გუნდს შეურთდა, 2016 წლიდან კი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით კომპანიის ბიზნეს განვითარებას კურირებდა. 2021 წელს სერქან კაპტანი ACI Europe-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს.

2018 წლიდან TAV Airports-ის მთავარი აქციონერი, ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია. დღეისათვის ADP და TAV საერთო სერვისებით 29 ქვეყნის 90 აეროპორტშია წარმოდგენილი.