მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ₾24 მლნ-ის ინვესტიციით სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi Old ოფიციალურად გაიხსნა

617ab1fd50d36
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 19:03
4847
კომპანიამ „აისი“, ქართული - 24 მლნ ლარის ინვესტიციით, თბილისში, ავლაბარში, სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi Old City აამოქმედა.

27 ოქტომბერს 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

„ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო იწყებს ოპერირებას, რომელიც რამადას საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სრულიად ქართული, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ გახსნის ღონისძიებაზე.



Ramada by Wyndham Tbilisi Old City სხვადასხვა კატეგორიის 108 ნომერს, ღია და დახურულ აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპა ცენტრს, შეხვედრების დარბაზებს, ღია ტერასას, ტრადიციულ მარანსა და 5 სხვადასხვა მიმართულების რესტორანს აერთიანებს და 140 ადამიანს ასაქმებს.

როგორც BM.GE-ის სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა განუცხადა, სასტუმრო სატესტო რეჟიმში 2021 წლის აგვისტოდან ოპერირებს და ამ პერიოდში მან სტუმრებს ძირითადად ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უმასპინძლა.

„სატესტო რეჟიმმა საკმაოდ დატვირთული იყო. ეს გუნდისთვის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი და საინტერესო გამოწვევა იყო. სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ, დღეს შემიძლია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსულ სტუმარს მაღალი სტანდარტის სერვისი ჩვენს სასტუმროში დახვდება. ჩვენი გათვლა მეტწილად საშუალო სეგმენტზე გადის და ნომრის კატეგორიის მიხედვით, მისი ღირებულება 60-დან 100 დოლარამდეა“, - ამბობს გიორგი ჟორჯოლიანი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები