მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ინოვაციური "ჰოტელ ჰაბი", "ცენტრალ პარკ თაუერსი" აშენდება - ინვესტიცია $300 მილიონია

64402388763ec
ლიკა მეგუთნიშვილი
19.04.23 21:32
5420
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ინოვაციური "ჰოტელ ჰაბი" - "ცენტრალ პარკ თაუერსი" აშენდება. ამას ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც “ორბი ჯგუფს”, “ბლოკ ჯორჯიასა” და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ - “რედისონ ბლუს” შორის გაფორმდა.

კომპანიების პარტნიორობის ფარგლებში "ცენტრალ პარკ თაუერსი", 1500-ნომრიანი 25-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას “რედისონ ბლუ” განახორციელებს. პროექტის მშენებლობა 12 თვეა აქტიურად მიმდინარეობს და დღემდე უკვე 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. "ცენტრალ პარკ თაუერსის" ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

“პროექტი საინვესტიციო ხასიათისაა და ინვესტიციითა და უძრავი ქონებით შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინონ, რომლის ოპერირებასა და მის მოვლა-პატრონობას საერთაშორისო ოპერატორი კომპანიები განახორციელებენ. ყველაზე მცირე მოცულობის სასტუმრო 18-ნომრიანია, თუმცა ამავე კომპლექსში 50, 100, 150, 200 ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიც არის. კომპლექსი პრემიუმ კლასის არის და როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის პროცესში მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები არიან ჩართულები“, - აცხადებს „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

„Radisson Hotel Group” მხოლოდ მცირე კომპონენტია იმ უზარმაზარი პროექტის, რომელსაც ორბი ჯგუფი ახორციელებს. ეს იქნება სივრცე, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი განთავსდება, პრემიუმ კლასის რესტორნებით დაწყებული, ღონისძიებების დარბაზითა თუ სპა ცენტრით დასრულებული. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი ბრენდირებული სასტუმრო არ არის წარმოდგენილი, "ცენტრალ პარკ თაუერსს" უდიდესი მნიშვნელობა ექნება აქაურობისთვის და ის ფაქტობრივად, ქალაქის ახალი ცენტრი გახდება. ჩვენ გვჯერა ამ პროექტის და დარწმუნებულები ვართ, რომ ის წარმატებული იქნება“, - განაცხადა „Radisson Hotel Group”-ის ვიცე პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

ცენტრალ პარკ თაუერსში 2500 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებათა დარბაზი და რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სამორინე განთავსდება. "ჰოტელ ჰაბში" ოპერირებას საქართველოში პირველი, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი დაიწყებს და აქ ასევე 7 წამყვანი სამზარეულოს პრემიუმ კლასის რესტორნები ამუშავდება. მათ შორის ერთ-ერთი, რეგიონში პირველი მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანი იქნება. კომპლექსში ძვირადღირებულ პენტჰაუზებთან ერთად, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები იქნება წარმოდგენილი. ინფრასტრუქტურის მართვაში კი, მსოფლიოში წამყვანი კომპანიები ჩაერთვებიან.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ამავე პროექტში არის 500 ადამიანზე გათვალისწინებული პრემიუმ კლასის სამუშაო სივრცე, ასევე დახურული პარკინგი და ფაქტობრივად ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის არის საჭირო. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუზებია, რომლებიც ერთ-ერთი თაუერის ბოლო სართულზეა განთავსებული. მისი ღირებულება კი, 1 კვ.მ-ზე 20 000 დოლარია“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

„ცენტრალ პარკ თაუერს“-ის პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო. 

"ვფიქრობ, ეს ინოვაციური პროექტი შექმნის ახალ მიზიდულობას და ქვეყანაში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცენტრალ პარკ თაუერსის მშენებლობის პროცესში 2 000-მდე ადამიანია დასაქმდება. როგორც ორბი ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კიდევ დამატებით 2 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და პარკ თაუერსი პირველ სტუმრებს 2025 წლის მაისში მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები