მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?

63c84a223e969
ალა ისპირიანი
18.01.23 23:55
28544
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - ამის შესახებ სახლის მეპატრონემ, გიორგი რობაქიძემ Bm.ge-სთან განაცხადა.

გიორგი გარემოს დაცვის მიმართულებით ექსპერტია და ფიქრობს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით განვითარება გარემოს იმაზე ბევრად უკეთესს გახდის, ვიდრე დღეს არის, ამიტომ საკუთარი ხელით და ინვესტიციით მზის პანელების სახურავიანი სახლი ააშენა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მზის პანელები 30 კილოვატიანია და მისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეუძლია, ოთხი ოჯახი ენერგოდამოუკიდებელი გახადოს.

„მზის პანელები სრულად მომწიფებული ტექნოლოგიაა და მისი დაყენება ნამდვილად ღირს. ერთი იმის გამო, რომ ენერგოდამოუკიდებელს გხდის და გარემოზე ადამიანის მავნე ზემოქმედებას შეამცირებს. ასევე, ახალი მანქანები ევროპაში რაც იყიდება იმის 30% ელექტროა და საქართველოშიც ელექტრო მანქანების ქონის აუცილებლობა მალე დადგება. მოსახლეობა მომავალ წლებში უფრო აქტიურად იყიდიან ელექტრო მანქანებს და მათი ძირითადი დატენვა სახლში უნდა მოხდეს, რისთვისაც მზის პანელებისგან გამომუშავებული ენერგია გამოიყენება.

ჩემ მაგალითზე, რომ გითხრათ, ეს მზის პანელები 30 კილოვატიანია და მისგან გამომუშავებული ელექტროენერგია 3-4 ოჯახს ეყოფა. ამ პანელების დამონტაჟება ჯამურად 16 000 დოლარი დაჯდა და მისგან გამომუშავებული ენერგიით დაახლოებით 7 წელიწადში შემიძლია ამოვიღო ეს თანხა.

რაც შეეხება ერთ ოჯახს, სრულიად საკმარისია 7-8 კილოვატიანი პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წელიწადში 10 მეგავატს მოგვცემს. ეს სრულიად საკმარისია ბინის გასათბობად და ელექტრო მანქანის დასატენად. პანელები ასევე იმიტომაა, კარგი, რომ თუ დენი გაძვირდება მზისგან ჭარბად გამომუშავებულ ენერგიის ზამთარში გამოყენებაა შესაძლებელი“, - ამბობს გიორგი რობაქიძე.

რაც შეეხება პანელების დაყენების მიმართულებით სირთულეებს, მან ორი ძირითადი გამოწვევა დაასახელა.

„პიერველია მიერთების გადასახადის მიმართულებით - დიდი სიმძლავრეების დაყენებისას მეტი გადასახადია. მეორე სირთულე ისაა, რომ როდესაც სახურავზე ყენდება შესაძლოა იქ ატანამ და კონსტრუქციის მოწყობამ თანხა გააძვიროს. სხვა მიმართულებით რთული დასაყენებელი არ არის და თუ ადამიანი ამას თვითონ ვერ მოახერხებს, არის რამდენიმე კომპანია საქართველოში რომელიც აყენებს“, - ამბობს გიორგი რობაქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები