პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ, 24 ოქტომბერს რესტორატორებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ მიაწოდა.
როგორც ის ამბობს, სექტორის მხრიდან მოთხოვნები უცვლელია - ისინი საგადასახადო შეღავათებთან ერთად ბანკებთან შუამდგომლობას და 1 წლის განმავლობაში სესხების საპროცენტო შენატანებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.
ასევე, სექტორი მთავრობას covid-დან გამომდინარე ახალი რეგულაციების შემოღების პროცესში აქტიურ კომუნიკაციასაც სთხოვს.
ცნობისთვის: რესტორატორთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვს. რამდენიმე დღის წინ ასოციაციის წევრებმა ბრიფინგიც გამართეს, სადაც თავისი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს, მათ შორის იყო პრემიერთან შეხვედრაც.