მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

622b2132bac35
გიორგი თოლორდავა
11.03.22 14:20
1238
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში 165 626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის თებერვალი) შედარებით აღდგენილია ვიზიტების რაოდენობის 35.4%, 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელი +297%-ს შეადგენს.

ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1. თურქეთი - 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 85.2%;
2. რუსეთი - 20,876 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 613.7%;
3. სომხეთი - 17,366 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 200.2%;
4. საქართველო (არარეზიდენტი) - 15,856 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 175.3%;
5. ისრაელი - 8,779 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19852.3%;
6. უკრაინა - 8,601 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 700.8%;
7. აზერბაიჯანი - 7,562 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 91.4%;
8. ყაზახეთი - 4,121 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 830.2%;
9. ბელარუსი - 3,446 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 744.6%;
10. ირანი - 3,272 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 842.9%;
11. საუდის არაბეთი - 2,728 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68100.0%;
12. უზბეკეთი - 2,723 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 116.8%;
13. პოლონეთი - 2,080 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10300.0%;
14. ინდოეთი - 2,017 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1244.7%;
15. ფილიპინები - 1,716 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან ზრდა 8931.6%.

თებერვალში საქართველოში სულ 137 148 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ვიზიტების რაოდენობის 55.4%, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდა +282%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის თებერვალში 105,218,484 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +670.8%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში ქვეყანაში მკაცრი კოვიდრეგულაციები იყო დაწესებული, ვიზიტორთა მცირე რაოდენობა და 2021 წელთან შედარებით 2022 წელს დაფიქსირებული ზრდის მკვეთრი მაჩვანებელიც, მაგალითად - საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის 68 100%-ით ზრდა, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები