Toyota იაპონიში პირველ პროგრესულ ეკო-ქალაქს ააშენებს. ქალაქი ფუჯის მთასთან ახლოს განთავსდება, სადაც ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს გამოცდიან. ამის შესახებ Archdaily-ი იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ეს არის ეკო-ქალაქის კონცეფცია, სადაც ავტომობილების ნაცვლად ალტერნატიული მოწყობილობებით შეძლებს ხალხი გადაადგილებას და სრულ ჰარმონიში იქნება ბუნებასთან.
ქალაქის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიას გამოიყენებს, 2021 წლის დასაწყისში დაიწყება. კომპანია აპირებს, იქ თავისი თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და ასევე ხანდაზმული წყვილები დაასახლოს.