მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალკო საკეტები" - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნასვამ მძღოლებთან ბრძოლას ააქტიურებს

ავტოსიახლე

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრობლემასთან ბრძოლას ააქტიურებს.

საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ავტომწარმოებლები ვალდებულები იქნებიან ახალ ავტომობილებში ალკო საკეტები დააყენონ.

სავარაუდოდ, ახალი ინიციატივა 2024 წლის ნოემბრამდე შეთანხმდება სხვადასხვა მხარესთან და შესაბამის კონტროლს გაივლის. სიახლეს დადებითად შეხვდა, General Motors და Toyota.

საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაცია ალკო საკეტების საკითხს 2021 წლიდან ლობირებს და როგორც ჩანს მათ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულეს. ამასთან General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა აცხადებს, რომ ტექნოლოგიის პრობლემა არ არის და ავტომწარმოებელს მექანიზმი, რომელიც ნასვამ მძღოლს ავტომობილის გაღების საშუალებას არ მისცემს, უკვე შემუშავებული აქვს. პირველი ავტომობილი, რომელსაც ალკო საკეტი ექნება SUV Cadillac Vistiq იქნება, რომელიც 2025 წლიდან გაიყიდება.

ინფორმაციისთვის, ნასვამი მძღოლები სიკვდილიანობის მთავარი პრობლემაა გზებზე. 2021 წლის მონაცემებით, ამ მიზეზით გამოწვეული ავტოავარიების შედეგად, აშშ-ში 13 384 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები