თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა. ორშაბათის მონაცემებით 1 დოლარი დაახლოებით 14 ლირა ღირდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა სექტემბრის შემდეგ 40%-ით გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისში კი 1 დოლარი დაახლოებით 7 ლირა ღირდა.
ცნობისთვის, მკვეთრი გაუფასურება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „მონეტარულ ექსპერიმენტს“ - მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ ცენტრალური ბანკის წნეხს და ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება.