მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Twitter–მა დონალდ ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა

5ff96b8022978
BM.GE
09.01.21 12:35
1606
Twitter–მა დონალდ ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა – ინფორმაციას CNN ავრცელებს. სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა განცხადება პარასკევს საღამოს გააკეთეს.

Twitter–ში აცხადებენ, რომ განიხილეს რა დონალდ ტრამპის ბოლო პერიოდის განცხადებები(ტვიტები) ასევე კონტექსტი მის გარშემო, მიიღეს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება, რათა “თავიდან იქნას აცილებული ძალადობის წაქეზების მცდელობები მომავალში”.

აქამდე დონალდ ტრამპს ანგარიში 12 საათით ჰქონდა დაბლოკილი, თუმცა, როგორც კი მას კვლავ მიეცა ტვიტების დაწერის საშუალება 2 პოსტი გამოაქვეყნა. პირველი პოსტი ტრამპის მხარდამჭერებს ეძღვნებოდა და მასში საუბარი იყო, რომ 75 მილიონი ამერიკელის ხმა, რომლებმაც ხმა ტრამპს მისცეს “არ დაიკარგება” და არ იქნება უსამართლოდ მოპყრობილი. მეორე ტვიტში კი ტრამპმა თქვა, რომ ის არ აპირებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მისვლას. Twitter–ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოსტები მისმა მხარდამჭერებმა კვლავ შეიძლება აღიქვან, რომ ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდაჭერები შეიჭრნენ და შენობა ცოტა ხნით დაიკავეს კიდეც. ისინი აპროტესტებდნენ პროცესს, რომლის შედეგადაც სენატმა არჩევნების შედეგები დაადასტურა და მასში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი აღიარა.

კაპიტოლიუმში შეჭრილი პირების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ამასთან, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა.

"ჩვენ არჩევნები მოგვპარეს და ხელიდან გამოგვაცალეს, ეს ყველამ იცის! მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ"- განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter–ის მეშვეობით გამოქვეყნებულ მიმართვაში. ვიდეომიმართვა კაპიტოლიუმის წინ არსებული საპროტესტო აქციის განმუხტვისკენ იყო მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები