უზბეკეთის ვიცეპრემიერი, 56 წლის უქტამ ბარნოევი კორონავისურით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ბარნოევი უზბეკეთის აგრარულ და სასურსათო სფეროს კურირებდა. ინფორმაციას ქვეყნის ოპერატიულა შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიცეპრემიერი კოვიდინფიცირების გამო, საავადმყოფოში ივლისის ბოლოს მოხვდა, მოგვიანებით კი გერმანიაში განაგრძო მკურნალობა. ის თანამდებობაზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსით 51 235 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 429 პაციენტი, 47 271 გამოჯანმრთელდა.