მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: საქართველოში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - მამაკაცებში

63f469c240281
BM.GE
21.02.23 10:53
967
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე - „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“, სპეციალიტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. მისივე თქმით, ინიციატივას ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"საქართველოში, მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის, დაახლოებით 40%-ს აწუხებს. თქვენს ქვეყანაში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში, მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები, მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეს ასევე ეხება, ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბევრ სხვა დარგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პლატფორმის ფარგლებში, მარილის შემცირების სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ", - აცხადებს სილვიუ დომენტე, აქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები