მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა

61c1895907b12
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 22:27
775
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 დეკემბერს გამოაცხადა კონკურსი წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურებაზე.

კერძოდ, სამინისტრო ყიდულობს წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების მომსახურებას, გენერალური გეგმის კონცეფციის შესაბამისად. როგორც საკონკურსო დოკუმენტებში სამინისტრო უთითებს, გენერალური გეგმის კონცეფცია ქალაქის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა.

მომსახურებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სავარაუდოდ, 600 ათას ლარს გადაიხდის. წინადადებების მიღება 26 იანვარს იწყება და 31 იანვარს სრულდება. 

საკონკურსო დოკუმენტაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

ამასთან, პრეტენდენტი ორგანიზაციისა ან/და მის შემადგენლობაში წარმოდგენილი მთავარი მიმართულებების ხელმძღვანელებს  ანალოგიურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.

ანალოგიური პროექტი კი გულისხმობს, წყალტუბოს მსგავსი ბალნეოლოგიური საერთაშორისო დონის სპა კურორტის (სპა კურორტის ტერიტორიის და არა ცალკეული ნაგებობების) დაგეგმილი განვითარების მიზნით შესრულებულ ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის ერთ-ერთი იერარქიის გეგმის პროექტს.

ასევე შემოთავაზებული მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმართ ადეკვატურად - ორგანიზაციის სტრუქტურული მოწყობა, მენეჯმენტი, პერსონალით დაკომპლექტება, ტექნიკური აღჭურვის დონე და ფინანსური შესაძლებლობები. ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები.

როგორც სამინისტროში BMG-ის უთხრეს, კონკურსის გამარჯვებული, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის გამოვლინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები