მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძარმა პოპულარული ტურისტული ცენტრი, ისტორიული ციხე გაანადგურა

5dba9163b1cc7
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 12:11
1868
მასშტაბურმა ხანძარმა იაპონიაში, ​იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული "შურის ციხე-სიმაგრე" გაანადგურა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, ისტორიული შენობის გადარჩენას ათობით მეხანძრე და მაშველი უშედეგოდ ცდილობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს გამოძიება შეისწავლის.

2000 წლიდან "შურის ციხე–სიმაგრე" მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს და იაპონიის სამეფო მემკვიდრეობად მიიჩნეოდა. ბოლო პერიოდში ის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციონი იყო. მის მოსანახულებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადიოდა.

რიუკიუს სამეფოს ციხესიმაგრე 500 წლის წინაა აგებული. ის 1945 წელს ოკინავას ბრძოლის დროსაც განადგურდა, თუმცა მალევე აღადგინეს.