მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15%–დან 50%–მდე უნდა გავზარდოთ - პროგრამაზე ვმუშაობთ“

62580aa7c85c7
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.22 15:48
1023
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, უწყება კერძო სექტორთან კოორდინაციით მარცვლეულის წარმოების გაზრდის პროგრამაზე მუშაობს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეჯამების და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე საუბრისას განაცხადა.

"არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე. ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას სტიმულს მისცემს. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს. 

„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში", - თქვა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები