მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება

5e95b8465a05d
ინგა მურუსიძე
14.04.20 17:17
3293
15 აპრილიდან 10 დღით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველანი შევთანხდმით, რომ კოვიდ 19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრისიზი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ინსტიტუტებისა და ეკონომიკისთვის. დღეს გვაქვს შემთხვევა, როცა ერთ დღეში გვყავს 30 ინფიცირებული. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. მძიმე კარანტინის ზომები ამ ფაქტს ადასტურებს. ზუსტად ვერავინ გვეუბნება კრიზისის და გავრცელების პიკი როდის იქნება, ეს არის გლობალური გამოწვევა და ასე ხდება მთელ მსოფლიოში.

ამ გაურკვევლობის დროს მთავრობის ქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ხვალ 15 აპრილიდან 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები