მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთიდან 2022 წელს „ბათუმის ნავთობტერმინალით“ ნავთობის მიწოდების მოცულობები გაიზარდა

63d3792e37dd4
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.23 11:35
644
ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობტრანსპორტიორმა კომპანიამ, რომელიც ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებს, 2022 წლის წარმოების შედეგები შეაჯამა. კომპანიის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ნავთობის ტრანსპორტირებისა და ტვირთბრუნვის დაგეგმილი მაჩვენებლები მიღწეულია და „ყაზტრანსოილის“ ნავთობსადენით გატარებული ნავთობის მოცულობამ ჯამში 40 მლნ 656 ათასი ტონა შეადგინა. ეს რიცხვი 2021 წლის მაჩვენებელს 568 ათასი ტონით მეტია.

გასულ წელს „ყაზტრანსოილის“ მიერ გადაზიდული ნავთობის მოცულობები თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილია, გარდა „უზენ-ატირაუ -სამარის“ ნავთობსადენის მაგისტრალის „ატირაუ -სამარის“ მონაკვეთის მიერ გატარებული ნავთობის მოდულობისა, რომელიც გასულ წელს 2021 წლის მაჩვენებელზე 2 მლნ 735 ათასი ტონით ნაკლებია და მისი მოცულობამ 9 მლნ 438 ათას ტონას შეადგინა.

ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობები გაიზარდა „ყაზტრანსოილის“ შვილობილი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალის" მეშვეობითაც. 2022 წელს ამ მილსადენით გატარებული ნავთობის ჯამური რაოდენობა 1 მლნ 927 ათასი ტონა იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 603 ათასი ტონით აღემატება.

უნდა აღიშნიშნოს, რომ სახელმწიფო ნავთობტრანსპორტიორი კომპანია „ყაზტრანსოილის“ მიერ ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა ყაზახეთში მოქმედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართულებითაც გაიზარდა და ჯამში 17 მლნ 905 ათასი ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები