მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ყაზახეთს შავ ზღვაზე ნავთობის ექსპორტირება შეუზღუდა - რა გახდა მიზეზი?

ნავთობი
BM. GE
25.07.25 14:01
380

რუსეთის გავლით, შავი ზღვის პორტებში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება დუმაში დამტკიცებულ კანონპროექტს ეხება, რომელიც FSB-ს, რუსულ პორტებში შესული ყველა უცხოური ტვირთმზიდი ხომალდის შემოწმების საშუალებას აძლევს.

კანონი 21 ივლისს ამოქმედდა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნოვოროსიისკის პორტს შეეხო. ადგილს, საიდანაც კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახური ნავთობის 80%-ის ექსპორტს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამავე მილსადენით სარგებლობენ Chevron-ი და ExxonMobil-იც, რომლებიც ყაზახეთში ნავთობის მომპოვებელ არაერთ ჭაბურღილს ფლობენ.

ახალმა რუსულმა რეგულაციამ ნავთობის გლობალური მიწოდების 2%-ზე უკვე იქონია გავლენა. თუ ივლისის თვეში კასპიის მილსადენის კონსორციუმი 2.2 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტირებას ვარაუდობდა, აგვისტოს თვისთვის ეს მაჩვენებელი დღეში 1.66 მილიონ ბარელამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები