წალენჯიხელი ფერმერი ზვიად შელია აცხადებს, რომ წელს 1 კგ გაუტეხავი თხილი 7.70 ლარად გაყიდა.
Bm.ge-მ კონკრეტული ფერმერების მოძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა news-მა , რომელიც თხილის გასაყიდ ფასს შეეხებოდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ გვითხრა, 1 კგ ხარისხიანი თხილის ფასი 6-დან 7.5 ლარამდე მერყეობს, რაც ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა და მოქალაქეები გვწერდნენ, რომ ამ ფასად თხილს დღეს არავინ იბარებს.
„თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. ჩვენ ახლა ხარისხიანი თხილის ფასზე ვსაუბრობთ. უხარისხო თხილის შემთხვევაში, 1 კგ თხილის ფასი 3 ლარიც შეიძლება იყოს. ფერმერებმა, რომლებმაც იზარმაცეს და ბაღები არ შეწამლეს, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, დღეს ძალიან ნანობენ. მათი მოსავალი უხარისხოა და გაყიდვაც უჭირთ, თუმცა, ზოგადად, მოსავალი კარგია და მეტია, ვიდრე - შარშან”, - თქვა bm.ge-სთან მერაბ ჭითანავამ.
წალენჯიხელი ფერმერი ზვიად შელიაც ადასტურებს, რომ პრემიუმ-ხარისხის, ე.წ. 48%-იანი თხილი 7.70 ლარად გაყიდა.
“ჯერ მხოლოდ 300 კგ თხილი ჩავაბარე და 2 400 ლარი ავიღე, კიდევ 5 ტონა მაქვს დარჩენილი, როცა დამჭირდება და ფასიც აიწევს, გავყიდი. მაგალითად, ნოემბერში თხილზე უფრო მაღალი ფასია და სწორედ ამ დროს შევარჩევ.
ჩემი თხილი უმაღლესი ხარისხისაა; თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად წარმატებულად ვიმუშავე, ბაღები ყველა წესის დაცვით შევწამლე და შედეგიც მივიღე.
მოსავალიც თხილის ასოციაციას ჩავაბარე, თანხას კარგად გიხდიან, სხვაგან გაყიდვა არც მიფიქრია, რადგან შესასყიდი ფასი იქ უფრო დაბალია, რაც ჩემთვის წამგებიანია“, - აღნიშნა წალენჯიხელმა ფერმერმა.
გაუტეხავი თხილის ფასს რომ მისი ხარისხი განსაზღვრავს, ამაზე bm.ge-სთან ზუგდიდელი ფერმერი ხათუნა რიგვავაც საკუთარი მაგალითის მოყვანით საუბრობს.
“წელს პრობლემები გვქონდა და თხილის ბაღებს როგორც საჭირო იყო ისე ვერ მოვუარეთ, რასაც ძალიან ვნანობთ - შედეგიც მივიღეთ. მომავალ წელს აუცილებლად უნდა შევწამლოთ იმ სქემით, რომელსაც თხილის მწარმოებელთა ასოციაცია გვაძლევს. წელს ჩვენი თხილის ხარისხი 33%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. შარშან ეს მაჩვენებელი 40% იყო და შედეგიც საკმაოდ კარგი გვქონდა. 2020 წელს 1 კგ თხილი, დაახლოებით, 8.80 ლარად ჩავაბარეთ და 10 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მივიღეთ. ხოლო წელს ჩვენმა შემოსავალმა 5 600- ლარამდე შეადგინა“, - ამბობს bm.ge-სთან ზუგდიდელი ფერმერი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ