30.სექტემბერი .2022 19:30

8 თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა - იმპორტის 45.3% რუსეთზე მოდის

 8 თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა - იმპორტის 45.3% რუსეთზე მოდის
views 550
უკან

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 739.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716.1 ათასი ტონა) შედარებით 23.6 ათასი ტონით ანუ 3.3%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ავრცელებს.

მათ შორის, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375.5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 364.2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი:

• A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 228,6 ათასი ტონა (60,9%);
• A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 137,6 ათასი ტონა (36,6%);
• A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 9,3 ათასი ტონა (2,5%);

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 335,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45.3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 176,5 ათასი ტონა - 23,9%; ბულგარეთი - 87,9 ათასი ტონა - 11,9%; თურქმენეთი - 68,4 ათასი ტონა - 9,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 7,5%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 1%, საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა - 0,6%, ყაზახეთი - 1,8 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.